რას ედავება საგამოძიებო უწყება ნია იმნაძეს - Palitra News

რას ედავება საგამოძიებო უწყება ნია იმნაძეს

2026-08-06 09:49:21+04:00

ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის გარდაცვალებიდან 9 თვის თავზე საგამოძიებო უწყებამ საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, ნია იმნაძე დააკავა. პოლიცია იმნაძის სახლში ღამის საათებში შევიდა. ადგილზე იყო ხმაურიც. ბავშვის მშობლებმა პოლიციისგან ახსნა-განმარტება მოითხოვეს, რატომ აკავებდნენ მათ შვილს. ვიდეომასალში ისმის მშობლების ფრაზები რომ ნია იმნაძე სრულიად უდანაშაულოა. არსებული ინფორმაციით, ნია იმნაძე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ჯგუფური დაზიანების წაქეზების მუხლით დააკავეს. იმნაძე, ავალიანის საქმეზე მთავარი მსჯავრდებულის, ალექსანდრე გაბაშვილის შეყვარებულია. მოგვიანებით გავრცელდა ცნობა რომ ის კლინიკაში გადაიყვანეს. სავარაუდოდ იმნაძე შეუძლოდ, მაშინ გახდა, როდესაც მის სახლში პოლიცია შევიდა. გუშინვე პოლიციამ გიგა ავალიანის საქმეზე კიდევ ერთი ფიგურანტი, ანასტასია ბერუაშვილი დააკავა. ის ამავე საქმეზე მსჯავრდადებულ გიორგი რიკაძის შეყვარებულია. სავარაუდოდ, საგამოძიებო უწყება მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით ედავება.