ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის დაკავებას მოკლული მასწავლებლის, გიგა ვალიანის დედა გამოეხმაუარა. ეკა კუპატაძის განცხადებით, მისი შვილი სასტიკად სცემეს და სასიკვდილოდ ადგილზე მიატოვეს. ეკა კუპატაძე ნია იმნაძის დაკავებას მისი შვილის გარდაცვალების პირველივე დღიდან ითხოვდა. კუპატაძე აცხადებდა რომ სწორედ მისი წაქეზებით დაიწყო გიგა ავალიანის წინააღდმეგ ჯგუფური თავდასხმის დაგეგმვა, რასაც საბოლოოდ მისი შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე აქამდე რამდენიმე პირი უკვე ცნო დამნაშავედ.