რატომ იქცა ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვა საკმაოდ ხშირ მოვლენად - რა ვარაუდები აქვთ ოპოზიციაში - Palitra News

რატომ იქცა ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვა საკმაოდ ხშირ მოვლენად - რა ვარაუდები აქვთ ოპოზიციაში

2026-08-06 09:53:12+04:00

რატომ იქცა ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვა საკმაოდ ხშირ მოვლენად - ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ უკვე მესამედ მთელი ქვეყნის ჩაბნელება მრავალ სხვადასხვა ფაქტორს უკავშირდება, მათ შორის მოძველებულ ელექტრო სისტემას, რომელიც თანამედროვე გამოწვევებს ვეღარ პასუხობს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ რომ საქმე იმაზე ბევრად უფრო რთულადაა ვიდრე ამას სახელმწიფო აღიარებს. მათივე თქმით, თუ დროის უმოკლეს პერიოდში ვითარება არ გამოსწროდება, ამას შესაძლოა ზამთარში ენერგიის მოხმარების ზრდის ფონზე უფრო მძიმე შედეგები მოჰყვეს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს ქვეყნის მასშტაბით, ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის მესამე შემთხვევაა. ელექტროენერგია 24 ივლისს და 25 ივლისს გაითიშა. სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო.