ვლადიმირ პუტინმა დაამტკიცა შეთანხმება, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის 2026-2030 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის ხელშეწყობას ითვალისწინებს - Palitra News

ვლადიმირ პუტინმა დაამტკიცა შეთანხმება, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის 2026-2030 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის ხელშეწყობას ითვალისწინებს

2026-08-06 09:50:34+04:00

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაამტკიცა შეთანხმება, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის 2026-2030 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის ხელშეწყობას ითვალისწინებს. რუსული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, დოკუმენტის მიზანია „სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი სრულყოფა, ასევე მოსახლეობის ცხოვრების დონის, აფხაზეთის ეკონომიკური და საინვესტიციო აქტივობის ამაღლების“ ხელშეწყობა. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის სრულ ანექსიას ცდილობს. ისინი მმართველ გუნდს მეტი მოქმედებისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლება არა კრრემლის, არამედ ქართველი ხალხის ინტერესებზე უნდა ზრუნავდეს.