მოსამართლის შეურაცხყოფის საქმეზე ნიკა მელიას განაჩენი, შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს - Palitra News

მოსამართლის შეურაცხყოფის საქმეზე ნიკა მელიას განაჩენი, შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს

2026-08-06 09:57:55+04:00

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე ბრალდებულ ნიკა მელიას საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდეს.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა დანიშნული.

ამჯერად, მელიას სასამართლოს უპატივცემლობას, კერძოდ კი, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლისთვის, თორნიკე ქოჩქიანისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.

მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.