რუსებმა ქალაქ ბალაკლიას დაარტყეს, დაიღუპა 3 ადამიანი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლიას სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კარაბანოვმა განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა ორი დარტყმა განახორციელეს.
რუსულმა ძალებმა პირველად კერძო სახლს დაარტყეს, რის შედეგადაც, ერთი ადამიანი დაიღუპა. თავდასხმის ადგილზე ხანძარი გაჩნდა.
რუსებმა მეორე დარტყმა სახლის მახლობლად განახორციელეს, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ვიტალი კარაბანოვის ცნობით, შემთხვევის ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს.