ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის აღდგენის შესახებ შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან - Palitra News

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის აღდგენის შესახებ შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან

2026-08-06 10:26:40+04:00

ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის აღდგენის შესახებ შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქაზემ ღარიბაბადიმ განაცხადა.

ქაზემ ღარიბაბადის ცნობით, ირანსა და ომანს შორის მოლაპარაკებები უკვე სამი კვირაა გრძელდება და მხარეებმა საზღვაო მიმოსვლის მარშრუტების შესახებ ზოგად შეთანხმებას მიაღწიეს.

„ეს შეთანხმება თავისთავად იმას არ ნიშნავს, რომ ჰორმუზის სრუტე გაიხსნება“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

შეთანხმების თანახმად, ჰორმუზის სრუტეში ირანის კუნძულ ლარაკის მახლობლად და ომანის ტერიტორიულ წყლებში არსებული დროებითი მარშრუტები დაიხურება.

ღარიბაბადის განცხადებით, შეთანხმების ფარგლებში ახალი საზღვაო მარშრუტები ირანის ტერიტორიულ წყლებში გაივლის.