დონალდ ტრამპი - აშშ-ს უზარმაზარი რაოდენობით საბრძოლო მასალა აქვს - მოღალატეობრივი განცხადებების გამავრცელებლების ძებნა მიმდინარეობს, მათთვის ხანგრძლივ პატიმრობას მოვითხოვთ - Palitra News

დონალდ ტრამპი - აშშ-ს უზარმაზარი რაოდენობით საბრძოლო მასალა აქვს - მოღალატეობრივი განცხადებების გამავრცელებლების ძებნა მიმდინარეობს, მათთვის ხანგრძლივ პატიმრობას მოვითხოვთ

2026-08-06 11:19:58+04:00

აშშ-ს უზარმაზარი რაოდენობით საბრძოლო მასალა აქვს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

დონალდ ტრამპმა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო, რომ ირანთან ომის ფონზე აშშ რაკეტების დეფიციტს განიცდის და ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთს დაუპირისპირდა.

„აშშ-ს უზარმაზარი რაოდენობით საბრძოლო მასალა აქვს, განსაკუთრებით გარკვეული ტიპის. გარდა ამისა, აშშ საბრძოლო მასალის მნიშვნელოვან რაოდენობას აწარმოებს. თავდაცვის კომპანიები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მეტ ქარხნებს აშენებენ“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

მისი თქმით, ყველა, ვინც მსგავს ინფორმაციას ავრცელებს, დაისჯება.

„ამ მოღალატეობრივი განცხადებების „გამავრცელებლების“ ძებნა მიმდინარეობს. მათთვის ხანგრძლივ პატიმრობას მოვითხოვთ“, - აცხადებს ტრამპი.