უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ აშშ-ში უკრაინის ყოფილ ელჩს, ოლგა სტეფანიშინას 6 მილიონი გრივნის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა - Palitra News

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ აშშ-ში უკრაინის ყოფილ ელჩს, ოლგა სტეფანიშინას 6 მილიონი გრივნის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა

2026-08-06 11:47:06+04:00

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ აშშ-ში უკრაინის ყოფილ ელჩს, ოლგა სტეფანიშინას 6 მილიონი გრივნის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოლგა სტეფანიშინა ანტიკორუფციულ ორგანოებში გამოძახების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს.

აშშ-ში უკრაინის ყოფილი ელჩის განცხადებით, ახლა გირაოს გადასახდელად საჭირო თანხას არ ფლობს, თუმცა ადვოკატებს შემდგომი ნაბიჯების შესახებ შეუთანხმდება.

მედიის ცნობით, ოლგა სტეფანიშინას ბრალად უკანონო გამდიდრების საქმეში მონაწილეობა და ყალბი დეკლარაციის წარდგენა ედება. გამოძიების განცხადებით, სტეფანიშინამ დეკლარაციაში არ შეიტანა ინფორმაცია კიევში ორი ბინის, ავტომობილებისა და დედის მკურნალობის ხარჯების შესახებ.