სამართალდამცველებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-ფლობისა და გავრცელებისთვის არასრულწლოვანი დააკავეს - Palitra News

სამართალდამცველებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-ფლობისა და გავრცელებისთვის არასრულწლოვანი დააკავეს

2026-08-06 12:51:05+04:00

სამართალდამცველებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-ფლობისა და გავრცელებისთვის არასრულწლოვანი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოციალური ქსელების მომხმარებელთა ღია პროფილებიდან ჩამოტვირთა სხვადასხვა პირის, მათ შორის არასრულწლოვანთა ფოტოსურათები, რომლებიც პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით დაამონტაჟა, მიანიჭა არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების იერსახე და შეურაცხმყოფელ ტექსტებთან ერთად ერთ-ერთ სოციალურ ქსელში გაავრცელა. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.