რაკეტების დეფიციტის გამო დონალდ ტრამპსა და პიტ ჰეგსეთს შორის კონფლიქტი მოხდა, - ინფორმაციას Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა გასულ კვირას, კემპ-დევიდში მთავრობის კაბინეტის შეხვედრაზე აშშ-ის თავდაცვის მდივან პიტ ჰეგეთს ირანთან ომის ფონზე რაკეტების დეფიციტის გამო ახსნა-განმარტება მოსთხოვა. წყაროების თქმით, ტრამპი თვლის, რომ რაკეტების მარაგების შესახებ შეცდომაში შეიყვანეს, რაც ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ვარიანტების გამოყენებას საფრთხეს უქმნის. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, სწორედ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების დეფიციტი გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც დონალდ ტრამპმა გასულ შაბათ-კვირას ირანის წინააღმდეგ მასშტაბურ იერიშებზე უარი თქვა. თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა Washington Post-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.