ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის გარდაცვალებიდან 9 თვის თავზე საგამოძიებო უწყების მიერ დაკავებული საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, ნია იმნაძე ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ექიმების ცნობით, მას სამედიცინო დაწესებულებაში “საჭირო მკურნალობა უტარდება”. გოგონა შეუძლოდ მაშინ გახდა, როდესაც აკავებდნენ. მანამდე, ნია იმნაძის ადვოკატმა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ იმნაძის სახლთან მობილიზებული იყო პოლიცია და ადგილზე ხმაურიც იყო. ნია იმნაძე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ჯგუფური დაზიანების წაქეზების მუხლით დააკავეს. ის გიგა ავალიანის ყოფილი მოსწავლე და საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მსჯავრდებულის ალექსანდრე გაბაშვილის შეყვარებული იყო.