ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უკვე მესამედ - გუშინ საღამოს მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ისევ ჩაქვრა. დენი დაახლოებით 20:00 საათზე წავიდა, ეტაპობრივი აღდგენა კი ერთი საათის შემდეგ დაიწყო. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროენერგიის” ინფორმაციით, 24–25 ივლისს ქვეყანაში მომხდარი სასისტემო ავარიების შემდეგ, ენგურჰესზე გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობდა,რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია. თუმცა სახელმწიფო უწყებების მიერ გაკეთებული განცხადებების არ სჯერათ ოპოზიციაში და მომხდარს უხარისხო ქსელს, კორუფციასა რუსეთის გავლენებს უკავშირებენ.