ტურიზმის შემოსავლები 3.8%-ით შემცირდა, კლება ძირითადად აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ფიქსირდება. საუბარია ამ წლის მეორე კვარტალზე, როცა ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 1,1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 3.8%-ით შემცირებული მაჩვენებელია. როგორც უკვე გითხარით, კლება ძირითადად ახლო აღმოსავლეთიდან, კერძოდ, ირანიდან და საუდის არაბეთიდან, ასევე თურქეთიდან მიღებული შემოსავლების შემცირებამ განაპირობა.
აღსანიშნავია, რომ ისრაელიდან ვიზიტების უფრო მკვეთრი კლების მიუხედავად, შემოსავლები წლიურად მხოლოდ 3%-ით შემცირდა.
კვლევის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ევროკავშირიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან მიღებული შემოსავლების ზრდამ აღნიშნული კლება ნაწილობრივ დააკომპენსირა.
ჯამურად, 2026 წლის პირველ ნახევარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 2%-ით შემცირდა და 1.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. „გალთ ენდ თაგარტის“ პროგნოზით, 2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ დოლარს მიაღწევს.