წელს საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზრდება, საშუალო ინფლაცია კი 5.1% იქნება - Palitra News

წელს საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზრდება, საშუალო ინფლაცია კი 5.1% იქნება

2026-08-06 14:37:17+04:00

წელს საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზრდება, საშუალო ინფლაცია კი 5.1% იქნება. „გალთ ენდ თაგარტმა“ განახლებული პროგნოზით გაზარდა, როგორც ეკონომიკური ზრდის, ისე ინფლაციის მოსალოდნელი მაჩვენებელი. როგორც ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვაშია ნათქვამი, პირველი ნახევრის ძლიერი ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-დან 7.5%-მდე გაიზარდა. „საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის ივნისში რეალური მშპ-ის წლიური ზრდა 8.6%-მდე დაჩქარდა, წინა თვის 6.4%-იანი ზრდის შემდეგ. ჯამურად, 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკა 7.9%-ით გაიზარდა. ივნისის ზრდა ძირითადად განაპირობა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტის, მშენებლობის, ინფორმაცია&კომუნიკაციისა და საფინანსო საქმიანობის დარგებმა. ამასთან, კლება დაფიქსირდა ენერგეტიკის და სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგებში. პირველი ნახევრის ძლიერი ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით, როგორც უკვე გითხარით, კვლევითმა ორგანიზაციამ გაზარდა 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.5%-მდე, წინა 7%-დან. ამასთან, როგორც მიმოხილვაში ვკითხულობთ, წელს საშუალო ინფლაცია 5.1% იქნება, ნაცვლად აქამდე ნავარაუდევი 4.8%-ისა, რაც ენერგომატარებლების ფასების მხრიდან შენარჩუნებულ წნეხს ასახავს. „ივლისში, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შედეგად ნავთობის მსოფლიო ფასების მკვეთრმა ზრდამ, სავარაუდოდ, გადაავადა უახლოეს თვეებში ენერგომატარებლების ფასების მოსალოდნელი შემცირება. შესაბამისად, 2026 წლის სრული წლის საშუალო ინფლაციის პროგნოზი მანამდე არსებული 4.8%-დან 5.1%-მდე გავზარდეთ“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.