ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანის ერთი წლისთავს განცხადებით გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ მოითხოვა მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლება. განაცხადების თანახმად, ევროკავშირი გმობს მათი შეფასებით, არაპროპორციულ და პოლიტიკურად მოტივირებულ განაჩენს. „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანის წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას საქართველოში პოლონეთის საელჩოც ავრცელებს.