საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატური ნოტა გაიგზავნა - რას წერს აზერბაიჯანული მედია - Palitra News

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატური ნოტა გაიგზავნა - რას წერს აზერბაიჯანული მედია

2026-08-06 16:46:42+04:00

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატური ნოტა გაიგზავნა, - ინფორმაციას ერთ-ერთი აზერბაიჯანული გამოცემა ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს გავლით მოძრავი აზერბაიჯანული სატვირთო მანქანების მძღოლები აცხადებენ, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე უკვე რამდენიმე დღეა აყოვნებენ, რაზეც ოფიციალური ახსნა-განმარტება ამ დრომდე არ მიუღიათ. როგორც გამოცემა წერს, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩომ განმარტების მისაღებად საქართველოს ხელისუფლებას მიმართა. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოში აზერბაიჯანის საელჩომ გამოცემას აცნობა, რომ ინციდენტი კონტროლის ქვეშ არის და საელჩომ საქართველოს საგარეო უწყებას დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა. აზერბაიჯანის საელჩოს ცნობით, ვითარებას შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად იკვლევენ.