საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის, მესამე ქვეითი ბრიგადის დაარსებიდან 34 წელი გავიდა. საიუბილეო ღონისძიება ქუთაისში, ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა. ქვედანაყოფის ხელმძღვანელობასა და პირად შემადგენლობას იუბილე, თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ მიულოცა, მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. საზეიმო ცერემონიის ფარგლებში, მესამე ქვეით ბრიგადაში სამხედრო ფიცი დადეს 8 თვის ვადით გაწვეულმა წვევამდელებმა. მესამე ქვეითი ბრიგადა 1992 წლის 6 აგვისტოს ქალაქ ახალციხეში, თავდაპირველად 22-ე მოტომსროლელი ბრიგადის სახით შეიქმნა და ერთ-ერთი ძველი ქვედანაყოფია საქართველოს თავდაცვის ძალებში.