დიდი ბრიტანეთის საელჩო - მზია ამაღლობელისთვის შეფარდებული სასჯელი არაპროპორციული და პოლიტიკურად მოტივირებულია - მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას - Palitra News

დიდი ბრიტანეთის საელჩო - მზია ამაღლობელისთვის შეფარდებული სასჯელი არაპროპორციული და პოლიტიკურად მოტივირებულია - მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

2026-08-06 19:34:55+04:00

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“ ითხოვს.

საელჩო „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილი სასჯელი „არაპროპორციული და პოლიტიკურად მოტივირებულია“.

„დღეს ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ცნობილ ქართველ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს ორ წლიანი პატიმრობა შეეფარდა. მისთვის შეფარდებული სასჯელი არაპროპორციული და პოლიტიკურად მოტივირებულია, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას”, - წერია განცხადებაში.