რუმინეთის საგარეო უწყება - მტკიცე უთანხმოებას გამოვხატავთ 7 აგვისტოს საქართველოში, სოხუმში ჯგუფ Morandi-ის დაგეგმილ გამოსვლასთან დაკავშირებით - მტკიცედ ვადასტურებთ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ - Palitra News

რუმინეთის საგარეო უწყება - მტკიცე უთანხმოებას გამოვხატავთ 7 აგვისტოს საქართველოში, სოხუმში ჯგუფ Morandi-ის დაგეგმილ გამოსვლასთან დაკავშირებით - მტკიცედ ვადასტურებთ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

2026-08-06 20:02:46+04:00

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მტკიცე უთანხმოებას გამოხატავს 7 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჯგუფი Morandi-ის დაგეგმილ გამოსვლასთან დაკავშირებით.

შესაბამის განცხადებას რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მტკიცე უთანხმოებას გამოხატავს 7 აგვისტოს საქართველოში, სოხუმში (აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონში) ჯგუფი Morandi-ის დაგეგმილ გამოსვლასთან დაკავშირებით.

რუმინეთი, რომელიც ურყევად ინარჩუნებს არაღიარების პოლიტიკას, მტკიცედ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, - ნათქვამია განცხადებაში.