სუს-მა კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტების საქმეზე 3 პირი დააკავა - Palitra News

სუს-მა კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტების საქმეზე 3 პირი დააკავა

2026-08-06 20:55:20+04:00

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების საქმეზე 3 პირი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები მარნეულში მოქმედი ერთ-ერთი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის თანამშრომელთან თანამშრომლობდნენ. მათ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით,ტექნიკურად გაუმართავ ავტომობილებს პერიოდულ ინსპექტირებას დადებითი შედეგით უფორმებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ სატრანსპორტო საშუალებები კანონით დადგენილ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. აღნიშნული დანაშაული საქართველოს კანონმდებლობით ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.