220 ათასი ლარის თაღლითობის საქმეზე ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა - Palitra News

220 ათასი ლარის თაღლითობის საქმეზე ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა

2026-08-06 20:57:24+04:00

პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობის საქმეზე ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა. გამოძიების ვერსიით, მან დაზარალებულს 220 ათასი ლარი მოტყუებით დააკარგვინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა აშშ-ის მოქალაქეს საქართველოში ერთობლივი ბიზნესის დაწყება შესთავაზა. ის ამტკიცებდა, რომ საზღვარგარეთიდან დაზიანებულ ავტომობილებს შეღავათიან ფასად შეიძენდა, საქართველოში შეაკეთებდა და რეალიზაციის შემდეგ მიღებულ მოგებას თანაბრად გაანაწილებდნენ.

პროკურატურის ინფორმაციით, დაზარალებულმა ამ დაპირების საფუძველზე ბრალდებულს 220 ათასი ლარი გადაურიცხა, თუმცა თანხა სრულად მიითვისა. ამის შემდეგ ბრალდებულმა საქართველო დატოვა და მიიმალა. მას დიდი ოდენობით თაღლითობას ედავებიან, რაც ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.