დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს - Palitra News

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს

2026-08-06 20:58:52+04:00

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ უფრო გააფართოვა და შეზღუდვები 19 ახალ სუბიექტსა და ობიექტზე გაავრცელა.

ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, სანქციების ახალ პაკეტში შვიდი რუსული ბანკი, მათ შორის „ოზონ ბანკი“, ექვსი რუსული გემი და ერთი ფიზიკური პირი მოხვდა. შეზღუდვები ასევე შეეხო რამდენიმე სამრეწველო კომპანიას.

დასანქცირებული პირებისა და ორგანიზაციების აქტივები ბრიტანეთის იურისდიქციაში გაიყინება, ხოლო მათ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ.