სასამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სასამართლოს უპატივცემლობის საქმეზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო ელიეშვილის გადაწყვეტილებით, მას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა ეს სასჯელი წინა განაჩენმა შთანთქა და მელია საპატიმროს კვლავ მიმდინარე წლის დეკემბერში დატოვებს. გამოძიება მას ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, თორნიკე ქოჩქიანის, სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებოდა.