სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი დააკავეს, რომელსაც არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალის დამზადებასა და გავრცელებას ედავებიან.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა სოციალური ქსელების ღია პროფილებიდან სხვადასხვა პირის, მათ შორის არასრულწლოვნების ფოტოები ჩამოტვირთა, შემდეგ პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით მათი დამუშავება მოახდინა, პორნოგრაფიული შინაარსი მიანიჭა და შეურაცხმყოფელ ტექსტებთან ერთად ერთ-ერთ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
საქმეზე გამოძიება შესაბამისი მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.