უკრაინისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიევში გამართულ შეხვედრაზე უსაფრთხოების, ეკონომიკურითანამშრომლობისა და უკრაინის აღდგენის საკითხები განიხილეს.
ანდრიი სიბიჰას ინფორმაციით, მოლაპარაკებების მთავარი თემები რეგიონული უსაფრთხოება, ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის მცდელობები, ენერგეტიკული თანამშრომლობა და უკრაინის აღდგენის პროცესში აზერბაიჯანის მონაწილეობა იყო.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, შეხვედრა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ ჯეიჰუნ ბაირამოვისთვის ეს კიევში პირველი ოფიციალური ვიზიტია.