გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძეს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების წაქეზებას, ანასტასია ბერუაშვილს კი დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან - Palitra News

გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძეს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების წაქეზებას, ანასტასია ბერუაშვილს კი დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან

2026-08-06 21:12:30+04:00

ამ წუთებში მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენლები დროებითი მოთავსების იზოლატორებში იმყოფებიან, სადაც ნია იმნაძეს და ანასტასია ბერუაშვილს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ. მანამდე, დაკავებული ნია იმნაძე იზოლატორში საავადმყოფოდან გადაიყვანეს, რადგან ის დაკავებისას შეუძლოდ გახდა, რის გამოც თავდაპირველად კლინიკაში იყო მოთავსებული. აღსანიშნავია, რომ ბერუაშვილის ადვოკატმაც აღნიშნა, რომ, შესაძლოა, სამედიცინო დახმარება მისი დაცვის ქვეშ მყოფსაც დასჭრდეს, რადგან თავს ისიც ცუდად გრძნობს. საგამოძიებო უწყება ბერუაშვილს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას, ხოლო ნია იმნაძეს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ჯგუფური დაზიანების წაქეზებას ედავება.