ევროკავშირი მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას კვლავ ითხოვს - როგორ ეხმაურებიან ამ საკითხს პოლიტიკური მხარეები - Palitra News

ევროკავშირი მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას კვლავ ითხოვს - როგორ ეხმაურებიან ამ საკითხს პოლიტიკური მხარეები

2026-08-06 21:14:52+04:00

ევროკავშირის წარმომადგენლობამ მზია ამაღლობელისთვის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანიდან ერთი წლის შემდეგ მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლება კვლავ მოითხოვა. ევროკავშირი აღნიშნულ განაჩენს არაპროპორციულად და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. ამასთანავე, განაჩენის წლისთავთან დაკავშირებით განცხადება საქართველოში პოლონეთის საელჩომაც გაავრცელა და ევროკავშირის პოზიციას შეუერთდა.