ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებლიანი დრონი უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის მახლობლად აღმოაჩინეს - Palitra News

ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებლიანი დრონი უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის მახლობლად აღმოაჩინეს

2026-08-06 21:16:45+04:00

გერმანული მედიის ინფორმაციით, ლაიფციგის აეროპორტში აღმოჩენილი ასაფეთქებლიანი დრონი უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის მახლობლად იმყოფებოდა, რომელსაც საბრძოლო მასალა გადაჰქონდა.

გავრცელებული ცნობებით, უკრაინული „ანტონოვის“ თვითმფრინავი საფრანგეთიდან იყო ჩაფრენილი და მისი ტვირთი შემდგომი გადაზიდვისთვის მზადდებოდა. ოფიციალური მონაცემებით, უკრაინა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ლაიფციგის აეროპორტს სამხედრო ტვირთების ტრანსპორტირებისთვის იყენებს. ამავე აეროპორტით ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო ავიაციაც სარგებლობს. დრონის აღმოჩენის შემდეგ აეროპორტში განგაში გამოცხადდა, რამდენიმე რეისი კი გადამისამართდა. ასაფეთქებელი მოწყობილობის გასანეიტრალებლად ადგილზე სპეციალური რობოტი გამოიყენეს. საქმეს გერმანიის პროკურატურის ექსტრემიზმისა და ტერორიზმთან ბრძოლის დანაყოფები იძიებენ.