საქართველოს პროკურატურის განცხადებით, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულმა ნია იმნაძემ მეგობრებს - ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი მალანიას - უთხრა, რომ მათემატიკის მასწავლებელი გიგა ავალიანი მის მიმართ „ზედმეტ ყურადღებას“ იჩენდა. გამოძიების თანახმად, ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი რიკაძესთან, გიორგი მალანიასთან და დემეტრე ჩიქოვანთან ერთად აღნიშნული წაქეზების სისრულეში მოყვანა განიზრახა.. საქართველოს პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინა.