გივი მიქანაძემ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა - Palitra News

გივი მიქანაძემ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

2026-08-07 09:40:34+04:00

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების დასასრულს მინისტრმა, უნივერსიტეტის რექტორ ალექსანდრე მღებრიშვილთან ერთად, სტუდენტებს მადლობის სიგელები გადასცა. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს წელს 282 კურსდამთავრებული ჰყავს.