ელინა ვალტონენი - ფინეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - რუსეთს ვალდებულებების შესრულებისკენ მოვუწოდებთ - Palitra News

ელინა ვალტონენი - ფინეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - რუსეთს ვალდებულებების შესრულებისკენ მოვუწოდებთ

2026-08-07 11:09:57+04:00

2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის შემდეგ, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებული რჩება, ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს.

„მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“, - აცხადებს ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წელი გავიდა.