სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით, საბოტაჟის მუხლით გამოძიებას აწარმოებს. სუს-ში აცხადებენ, რომ დეზინფორმაციული კამპანიის მიზანია შეიქმნას მცდარი წარმოდგენა, თითქოს საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსული ტურისტებისთვის არასასურველი და არაკეთილსაიმედო გარემოა. მთავრობის მეთაური აღნიშნავს რომ მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელების უკან უცხოური აგენტურა დგას. მისივე თქმით, საქართველო ტურისტებს ყველა ქვეყნიდან მიესალმება. ხელისუფლების ოპონენტები კი აცხადებენ, რომ აგვისტოს ომის 18 წლისთავზე საუბარი რუსოფობიაზე, მტრის წისქვილზე ასხამს წყალს.