აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა – მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს - Palitra News

აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა – მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

2026-08-07 12:41:00+04:00

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ პოლიტიკოსები და საზოგადოების წევრები. ისინი გმირთა მემორიალს ყვავილებით ამკობენ და დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ.

ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებები გავრცელდა როგორც საერთაშორისო პარტნიორების, ისე საქართველოს ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან.