საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, კუსტარულად მოწყობილ საწარმოებში სპირტისა და სპეციალური დანამატების გამოყენებით სისტემატურად ამზადებდნენ ცნობილი ბრენდების ფალსიფიცირებულ ვისკისა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს. აღნიშნული პროდუქცია ყალბი აქციზური მარკებით აჭარის რეგიონში მაღაზიებსა და ბარებში რეალიზდებოდა.
დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.