საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დაბა გუდაურში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლას ეწვია - Palitra News

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დაბა გუდაურში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლას ეწვია

2026-08-07 12:45:13+04:00

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დაბა გუდაურში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლას ეწვია. მინისტრმა სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, დაწესებულების საქმიანობას გაეცნო და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

აღინიშნა, რომ სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება სვანეთში, რაც კოლეჯს შესაძლებლობას მისცემს, გაზარდოს სტუდენტთა მიღება და პროფესიული განათლება მსურველებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს. სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა საქართველოს ტურისტულ რეგიონებში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდასა და სათავგადასავლო ტურიზმის სფეროსთვის კვალიფიციური კადრების მომზადებას ემსახურება.

მიმდინარე წელს საქართველო სათავგადასავლო ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ღონისძიებასაც უმასპინძლებს.