2008 წლის რუსეთ -საქართველოს ომიდან 18 წელი გავიდა. მაშინდელი ხელისუფალი მიხეილ სააკაშვილი დღესაც ამბობს რომ საქართველო გადაარჩინეს, რადგან რუსეთმა ვერ მიაღწია ომის ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს. ნაციონალური მოძრაობის წევრები დღეს მუხათგვერდის სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. მათი თქმით , მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება ხედავს ქართველი ჯარისკაცებისა და სახელმწიფოს ბრალეულობას 2008 წლის აგვისტოს ომში. ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ ყველაფერი, რაც 2008 წლის ომთანაა დაკავშირებული, განპირობებულია „ნაციონალური მოძრაობის“ „მოღალატეობრივი პოლიტიკით.