საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა - Palitra News

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა

2026-08-07 15:56:50+04:00

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა. გივი მიქანაძემ განათლების სისტემაში მიმდინარე მასშტაბური რეფორმების ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ზოგადი განათლების რეფორმის მთავარი მიზანია ისეთი საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც თითოეულ მოსწავლეს ხარისხიანი განათლების მიღებისა და თანამედროვე სამყაროში საჭირო უნარების განვითარების შესაძლებლობას მისცემს. საუბარი შეეხო მათ შორის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, ეროვნული სასწავლო გეგმის განახლებასა და ინკლუზიური განათლების გაძლიერებას.