გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი „სამი სამზე კალათბურთში“ დასრულდა . ჩემპიონატში პირველი ადგილი მოიპოვა საქართველოს ეროვნული გვარდიის გუნდმა, რომელსაც გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ გადასცა. ტურნირში 19 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ვაზიანში, მეოთხე ქვეით ბრიგადაში ჩატარდა, ხოლო საფინალო ასპარეზობას ქალაქ ქუთაისში „შენგელია არენამ“ უმასპინძლა. საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სამი სამზე კალათბურთში“ ჩემპიონატი საქართველოს თავდაცვის ძალების ორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ყოველ წელს ტარდება.