მამუკა ხაზარაძე - თავისუფლება მონაპოვარიც არის და პასუხისმგებლობაც, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ღირსება, სუვერენიტეტი და ევროპული მომავალი - საქართველო არასდროს შეეგუება ოკუპაციას და არასდროს დათმობს თავისუფლებას! - Palitra News

მამუკა ხაზარაძე - თავისუფლება მონაპოვარიც არის და პასუხისმგებლობაც, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ღირსება, სუვერენიტეტი და ევროპული მომავალი - საქართველო არასდროს შეეგუება ოკუპაციას და არასდროს დათმობს თავისუფლებას!

2026-08-07 15:46:54+04:00

საქართველო არასდროს შეეგუება ოკუპაციას და არასდროს დათმობს თავისუფლებას! - ამის შესახებ “ძლიერი საქართველო-ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აგვისტოს ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა თავდადება გვახსენებს, რომ თავისუფლება მონაპოვარიც არის და პასუხისმგებლობაც, რომ დავიცვათ ქვეყნის ღირსება, სუვერენიტეტი და ევროპული მომავალი.

„დიდება გმირებს! საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა ხსოვნა მარადიულია. მათი თავდადება გვახსენებს, რომ თავისუფლება მონაპოვარიც არის და პასუხისმგებლობაც - დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ღირსება, სუვერენიტეტი და ევროპული მომავალი. საქართველო არასდროს შეეგუება ოკუპაციას და არასდროს დათმობს თავისუფლებას! დიდება საქართველოს! „-წერს ხაზარაძე.

ცნობისთვის, აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.