საბოტაჟის მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იმ ინფორმაციას სწავლობს, რომლის მიხედვითაც საქართველოში რუსი ტურისტებისთვის არახელსაყრელი გარემო შეიქმნა. მმართველი გუნდი ამ შეფასებას უარყოფს და აცხადებს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, სადაც უცხოელებს, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებს, თავისუფლად შეუძლიათ ჩამოსვლაც და ბიზნეს საქმიანობის წარმოებაც. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეფასებით, ოპოზიციამ 2008 წლის ომის შემდეგაც ვერ შეძლო საზოგადოებაში რუსეთის მიმართ ისეთი განწყობის ჩამოყალიბება, როგორსაც თავად ცდილობდა.