თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს, ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა მათთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი პატიმრობის წინააღმდეგი იყო. გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა მიიღო.