გენერალურმა პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით გამოძიება დაიწყო. საქმის ფარგლებში პროკურატურაში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, კობა კობალაძე გამოიკითხა. ბარამიძე გამოძიების დაწყებას პოლიტიკურ დევნად აფასებს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ საქმეს სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. ოპოზიციის ერთი ნაწილი გიორგი ბარამიძეს მხარდაჭერას უცხადებს, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს განცხადება შესაძლოა საქართველოსთვის დამაზიანებელი აღმოჩნდეს. ქართულ ოცნებაში, გიორგი ბარამიძის განცხადებას კრიტიკულად აფასებს და მიიჩნევს, რომ პროკურატურა საქმის გამოძიებას ობიექტურად წარმართავს.