"ოცნების" ახალი კანონპროქტი ფასეულობებზე - რას ამბობენ ოპოზიციაში - Palitra News

"ოცნების" ახალი კანონპროქტი ფასეულობებზე - რას ამბობენ ოპოზიციაში

2026-08-08 13:02:47+04:00

„ფასეულობების დაცვის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს და მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მისი მიღება იგეგმება. კანონპროექტის ინიციატორის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, დოკუმენტი მიზნად, ქვეყანაში ტრადიციული და ეროვნული ფასეულობების დაცვას ისახავს. კანონპროექტის დეტალები ჯერჯერობით სრულად ცნობილი არ არის, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მსგავსი ინიციატივები ადამიანის უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ კითხვებს აჩენს. რა ცვლილებებს ითვალისწინებს კანონპროექტი და რას გულისხმობს ხელისუფლების მიერ დაანონსებული „ფასეულობების დაცვა“