საკონსტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველის სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო. საქმე „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ რამდენიმე შეზღუდვას ეხება, მათ შორის ნიღბით სახის დაფარვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტილ შეკრებაში მონაწილეობისა და დროებითი კონსტრუქციების მოწყობის აკრძალვებს. სასამართლო ასევე იმსჯელებს შესაბამის დარღვევებზე გათვალისწინებული ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის კონსტიტუციურობაზე. სახალხო დამცველი სადავო ნორმებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით ასაჩივრებს. აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციაში აცხადებენ, რომ “შეკრება მანიფესტაციის შესახებ” კანონებში მიღებული რიგი ცვლილებები ანტიკონსტიტუციურია და ის ზღდუავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.