2008 წლის ომის 18-ე წლისთავი - საგარეო უწყება რუსეთის ფედერაციას, საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციისა და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. 2008 წლის მოვლენებზე ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებები, წინა წლების რიტორიკას იმეორებს. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები 2008 წლის ომზე პასუხისმგებლობას ნაციონალურ მოძრაობას აკისრებენ. დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს პოლიტიკოსებმა და საზოგადოების წევრებმა.