2008 წლის აგვისტოს ომიდან თითქმის ორი ათეული წელი გავიდა, თუმცა მისი პოლიტიკური და უსაფრთხოების შედეგები დღემდე აქტუალურია. ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი, სამხედრო ლიდერი და ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ სწორედ საქართველოში დაიწყო იმ პროცესის ფორმირება, რომელმაც მოგვიანებით ყირიმის ანექსიამდე და უკრაინაში სრულმასშტაბიან ომამდე მიიყვანა. იყო თუ არა საქართველოში ომი რუსეთის შემდგომი აგრესიის პირველი სიგნალი, რა გაკვეთილები ვერ ისწავლა დასავლეთმა და როგორ შეიცვალა საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურა 2008 წლის შემდეგ.