რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინამ ბელგოროდზე დრონებით იერიში მიიტანა, დაიღუპა სამი ადამიანი და დაშავდა 25 - Palitra News

რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინამ ბელგოროდზე დრონებით იერიში მიიტანა, დაიღუპა სამი ადამიანი და დაშავდა 25

2026-08-09 13:44:38+04:00

ბელგოროდზე უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონების მიერ ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას რუსული მედია გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელზე, ალექსანდრე შუვაევზე დაყრდნობით ავრცელებს.

გარდა ამისა, მისი განცხადებით, დაშავდა 25 ადამიანი.

გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი ორ საცხოვრებელ კორპუსშიც გაჩნდა, რომლებიც სწრაფად ჩააქრეს.

ბელგოროდის ოლქის ოპერატიული შტაბის ცნობით, დაახლოებით ოცდაათი შენობა, სამი სოციალური და ექვსი კომერციული ობიექტი და ოცდაათზე მეტი ავტომობილი დაზიანდა.