გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს - Palitra News

გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს

2026-08-09 14:16:54+04:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9-11 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა. მათივე ცნობით, 9 აგვისტოს სანაპირო რაიონებში, აჭარა-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მთიან ზონაში, 10-11 აგვისტოს კახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის წვიმაა მოსალოდნელი. სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.