კოჯორში პროექტის - „ჯარის ბანაკი“ დახურვის ცერემონია გაიმართა - Palitra News

კოჯორში პროექტის - „ჯარის ბანაკი“ დახურვის ცერემონია გაიმართა

2026-08-09 14:19:08+04:00

კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სამხედრო ბაზაზე პროექტის - „ჯარის ბანაკი – დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის“ დახურვის ცერემონია გაიმართა. წელს „ჯარის ბანაკს“ თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ორმა ქვედანაყოფმა — კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიამ და საჩხერეში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლამ უმასპინძლა. რვა როტაციის ფარგლებში, პროექტში საქართველოს მასშტაბით IX–XI კლასების 1700-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.